მარინა ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორ თემში ცხოვრობს. მარინას ყოველდღიურობა ბავშვების აღზრდითა და ოჯახური საქმიანობით შემოიფარგლებოდა, თუმცა მას ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც გააჩნდა, რომლის რეალიზებაც შესაძლებელი იყო მხარდაჭერის შემთხვევაში.